ტერმინს „გრდემლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრდემლი (მრავალმნიშვნელოვანი).

გრდემლი“ — ქართული ლიტერატურული სურათებიანი ჟურნალი; გამოდიოდა 1923 წელს თბილისში ორ კვირაში ერთხელ. გამოიცა შვიდი ნომერი. ჟურნალში იბეჭდებოდა ორიგინალური და ტარგმნილი მხატვრული ნაწარმოებები, წერილები, კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და სხვა. თანამშრომლობდნენ დ. კლდიაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. მაშაშვილი, ი. ვაკელი, პ. სამსონიძე, შ. კარმელი და სხვა. რედაქტორი — პ. საყვარელიძე, გამოსცემდა საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტი და საქართველოს პროფკავშირთა საბჭო. ტირაჟი 3000.

ლიტერატურა

რედაქტირება