გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის

გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ტურნირების სერია უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის. გათამაშება დაიწყო 2009 წლიდან.

გრან-პრის ფარგლებში ტარდება ექვსი ტურნირი (თითოეულში 12 მოჭადრაკის მონაწილეობით). მოჭადრაკე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს 4 მათგანში. ჩათვლაში შედის სამი საუკეთესო შედეგი.

მოჭადრაკეებს ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით. ქულების ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
I ადგილი — 160 ქულა,
II — 130,
III — 120,
IV — 90
V — 80,
VI — 70,
VII — 60,
VIII — 50,
IX — 40,
X — 30,
XI — 20,
XII — 10.
ექვსი ტურნირის ჩატარების შემდეგ პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საჩემპიონო მატჩს გამართავს მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონთან.

# წელი I ტურნირი II ტურნირი III ტურნირი IV ტურნირი V ტურნირი VI ტურნირი შედეგი
1 2009 - 2011 სტამბოლი ნანკინი ნალჩიკი ჯერმუკი ულან-ბატორი დოხა საბოლოო შედეგები
2 2013 - 2014 ჟენევა დილიჟანი ტაშკენტი ხანტი-მანსიისკი თბილისი ერდენეტი საბოლოო შედეგები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება