გრან-პახატენი
გრან-პახატენი (ესპ. Gran Pajatén) — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, ანდების ტყეებში, ლა-ლიბერტადისა და სან-მარტინის რეგიონის საზღვარზე, მდინარეების – მარანიონისა და უალაგას შორის. ძეგლი მდებარეობს რიო-აბისეოს ეროვნულ პარკში, რომელიც 1983 წელს შეიქმნა. 1990 წელს, იუნესკომ ეს პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. იმის გამო, რომ ნანგრევები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ეს ეროვნული პარკი ამჟამად დახურულია დამ ის მოსანახულებლად საჭიროა პერუს სოფლის მეურნეობისა და კულტურის ეროვნული ინსტიტუტის ნებართვა.
გრან-პახატენი მდებარეობს ბორცვზე და შედგება 26 წრიული ქვის სტრუქტურისაგან, რომლებიც დაშენებულია ტერასებზე. ნანგრევები 20.000 კვადრატულ მეტრს იკავებს. ძირითადი ნაგებობები დაფარულია მოზაიკებით, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, ფრინველები, გეომეტრიული ფიგურები. იქვე აღმოჩენილ კერამიკულ ნაწარმზე ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. 200 წელს, მაგრამ კონკრეტულად ეს ნაგებობები ეკუთვნის ინკების ცივილიზაციას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Loving it to Death, Gran Pajáten as a case study of the difficulties of preserving natural and cultural resources დაარქივებული 2007-02-26 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO: რიოი-აბიესოს ეროვნული პარკი
- Overview of Chachapoya archaeology დაარქივებული 2005-08-25 საიტზე Wayback Machine.
- Ethnography and archaeology of Chachapoya დაარქივებული 2009-03-06 საიტზე Wayback Machine.