გჟეგოჟ ფიტელბერგი

გჟეგოჟ ფიტელბერგი (პოლ. Grzegorz Fitelberg; დ. 18 ოქტომბერი, 1879, დაუგავპილსი, ლატვია — გ. 10 ივნისი, 1953, კატოვიცე, პოლონეთი) — პოლონელი დირიჟორი, მევიოლინე, კომპოზიტორი. 1891–96 წლებში სწავლობდა ვარშავის მუსიკალურ ინსტიტუტში. 1896 წლიდან ვიოლინოზე უკრავდა „ტეატრ ვიელკის“ ორკესტრში, 1901 წლიდან — ფილარმონიურ ორკესტრში, 1904 წლიდან გამოვიდა, როგორც დირიჟორი. იყო შემოქმედებითი ჯგუფის „ახალგაზრდა პოლონეთის“ ერთ–ერთი დამაარსებელი. 1914–19 წლებში საოპერო სპეკტაკლებს ხელმძღვანელობდა პეტროგრადში, 1920–21 წლებში — მოსკოვში. 1921–24 წლებში დირიჟორობდა ე.წ. რუსული სეზონების სპეკტაკლებს საზღვარგარეთ. 1923–34 წლებში ხლემძღვანელობდა „ტეატრ ვიელკისა“ და ფილარმონიის ორკესტრებს ვარშავაში. 1934 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა (1939 წლამდე) პოლონეთის რადიოს ორკესტრს კატოვიცეში. 1939–47 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში.

გჟეგოჟ ფიტელბერგი

ლიტერატურა

რედაქტირება