გო იუი
„გო იუი“ (ჩინ. 國語 „სამეფოების სიტყვა“) — ძველი ჩინური ისტორიული ნაშრომი, რომელშიც შეკრებილია ძველი ჩინეთის 8 სამეფოს (ჯოუ, ლუ, ცი, ძინი, ჯენი, ჩუ, უ, იუვე) ისტორიის მნიშვნელოვანი მასალა ძვ. წ. 962 ან ძვ. წ. 947-იდან ძვ. წ. 453 წლამდე. შედგება 21 თავისგან (ძიუანისაგან). ოფიციალური ჩინეთის ისტორიოგრაფია უკვე ხანის ეპოქიდან (ძვ. წ. III ს. — ახ. წ. III ს.) მის ავტორად მიიჩნევს ლუს სამეფოს ისტორიოგრაფს, კონფუცის მოწაფეს — ძო ციუ-ინს (ძვ. წ. V.). თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიხედვით, „გო იუი“ არის სხვადასხვა ანალებიდან ამოღებული სხვადასხვა ავტორის ჩანაწერების ისტორიოგრაფიულად გადამუშავებული კრებული.
„გო იუი“ | |
---|---|
國語 | |
ავტორი | უცნობია |
ქვეყანა | ჯოუს დინასტია (ჩინეთი) |
ენა | კლასიკური ჩინური |
თემა | ჯოუს დინასტიის ისტორია |
გამოცემის თარიღი | ძვ.წ. IV საუკუნე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 206.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გო იუი — ორიგინალი ტექსტი ჩინურად