გო-სირაკავა
იმპერატორი გო-სირაკავა (იაპონ. 後白河天皇 გო-სირაკავა ტენო?) (დ. 18 ოქტომბერი, 1127 — გ. 26 აპრილი , 1192 ) — იაპონიის 77-ე იმპერატორი, ოფიციალურად მეფობდა 1155 წლის 23 აგვისტოდან 1158 წლის 5 სექტემბრამდე. [1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაიმპერატორ გო-სირაგავას მამა ოყო იმპერატორი ტობა. თვის მხრივ, გო-სირალავა იყო იმპერატორ ნიძიოსა და ტაკაკურას მამა. იმპერატორები როკუიო, ანტოკუ და გო-ტობა იყვნენ გო-სირაკავას შვილიშვილები. იმპერატორის საკუთარი სახელი იყო მასაჰიტო (雅仁), სახელი გო-სირაკავა-ინ (後白河院) მან მიიღო მეფობის დასრულების შემდეგ.[1]
გო-სირაკავას მამამ, იმპერატორმა ტობამ შემოიღო სისტემა ინსეი. ამ სისტემის მეშვეობით ტობა მართავდა ქვეყანას ოფიციალური გადადგომისა და მონასტერში გადახვეწის შემდეგაც. ამის გამო გო-სირაკავამ შეძლო ქვეყნის სრული მართვა მხოლოდ მამის გარდაცველების შემდეგ. ჰოგენის აჯანყების შემდეგ გო-სირაკავა გახდა იძულებული ეძია ტაირას კლანის მხარდაჭერა. გო-სირაკავამ გააგრძელა მამის გზა, სიცოცხლეშივე უარი განაცხადა ტახტზე გა გადაიხვეწა მონასტერში, თუმცა ქვეყანას მართავდა თავის გარდაცვალებამდე 1192 წლამდე. [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Varley, H. Paul, ed. (1980). Kitabatake Chikafusa, 1359], Jinnō Shōtōki («A Chronicle of Gods and Sovereigns: Jinnō Shōtōki of Kitabatake Chikafusa» translated by H. Paul Varley) . Nueva York: Columbia University Press. ISBN 0-231-04940-4
- Brown, Delmer M. e Ichirō Ishida, eds. (1979). [ Jien, 1221], Gukanshō (The Future and the Past, a translation and study of the Gukanshō, an interpretative history of Japan written in 1219) . Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-03460-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 გო-სირაკავა - iaponeli.wordpress.com-ზე