გოჩა მირცხულავა

ქართველი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, გამომცემელი, პოლიტიკური კონსულტანტი, საეკლესიო საკითხების მ

გოჩა მირცხულავა (დ. 22 თებერვალი, 1965) — ქართველი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, გამომცემელი, პოლიტიკური კონსულტანტი, საეკლესიო საკითხების მკვლევარი.

გოჩა მირცხულავა
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1965 (1965-02-22) (59 წლის)
სენაკი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ჟურნალისტი
ჯილდოები შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1965 წლის 22 თებერვალი. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, საქართველოს ჰუმანიტარული ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. 2005 წელს დააფუძნა ახალი ამბების სააგენტო GHN და იყო მისი გენერალური დირექტორი 2005-2016 წლებში[2]. 2012-2016 წლებში EANA წევრი[3]. 2019 წელს ტელეკომპანია „იბერია“-ს გადაცემა „ღამის გაბიტი“-ს წამყვანი. 2010-2011 წლებში Bsanna-ს (The Black Sea Association of National News Agencies) პრეზიდენტი[4][5]

2015 წლიდან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი. არის გაზეთის „პრემიერი“ და ჟურნალის „გაიცანი საქართველო“ გამომცემელი. ასევე, ინტერნეტ ანალიტიკური გამოცემის Nation მთავარი რედაქტორი.