გოჩა (საკუთარი სახელი)

მამაკაცის საკუთარი სახელი
(გადამისამართდა გვერდიდან გოჩა)

გოჩა — ქართული სახელი. ქართული ენის ზოგი დიალექტის მიხედვით, გოჩა ნიშნავს „ბერიკაცს“.[1] გოჩა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირს — ხევისბერს. ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები: გოჩაშვილი, გოჩავა, გოჩუა. მოფერებითი ფორმებია: გოჩია, გოჩიტა, გოჩელა, საიდანაც მიღებულია გვარები: გოჩიაშვილი, გოჩიტაშვილი, გოჩელაშვილი, გოჩელეიშვილი, გოჩოლაშვილი, გოჩალეიშვილი.[2]

სქოლიო რედაქტირება