გოტფრიდ არნოლდი
გოტფრიდ არნოლდი (გერმ. Gottfried Arnold; დ. 5 სექტემბერი, 1665 — გ. 30 მაისი, 1714) — პროტესტანტული ეკლესიის ისტორიკოსი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში.
გოტფრიდ არნოლდი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 1666[1] [2] |
დაბადების ადგილი | Annaberg-Buchholz |
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი, 1714[1] [2] (47 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პერლებერგი |
ფსევდონიმი | Christoph Irenaeus[3] და Christophorus Irenaeus[3] |
საქმიანობა | თეოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, Protestant theologian[3] , საეკლესიო ისტორიკოსი[3] , პოეტი[3] და პედაგოგი[3] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | გერმანია |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგოტფრიდ არნოლდი დაიბადა პედაგოგის ოჯახში.
სწავლობდა თეოლოგიას ვიტენბერგის უნივერსიტეტში. ქალაქ დრეზდენში იგი შეხვდა აღიარებულ ლუთერანელ თეოლოგ ფილიპ იაკობ სპენერს და მის მიერ მოქცეული იქნა ეგრეთ წოდებულ „შინაგან ქრისტიანობად“.
1696 წელს არნოლდმა დაწერა Die erste Liebe, di wahre Abbildung der ersten Christen.
1697 წელს მიიწვიეს გისენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის თანამდებობაზე. 1698 წელს მან ეს თანამდებობა დატოვა, რადგან ღვთისმოსაობა არ აძლევდა მას საშუალებას შეურიგებოდა საერო სწავლის ამაოებას და უნივერსიტეტის არეულ ყოფას.
1700 წელს არნოლდი საქს-ეიზენახის დაქვრივებული ჰერცოგინიას კარის პასტორი იყო, მაგრამ 1702 წელს იგი დაითხოვეს ამ თანამდებობიდან.
1708 წელს იგი იყო მქადაგებელი და ინსპექტორი ვერბენში, ხოლო 1707 წელს პასტორი პერლბერგში ბრანდენბურგში.
გოტფრიდ არნოლდი გარდაიცვალა 1714 წლის 30 მაისს გულის შეტევის შედეგად, რომელიც გამოიწვია პრუსიელო რეკრუტერების ქცევაც, როცა ისინი ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს შეიჭრნენ.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის გვერდებზე გამოქვეყნდა მისი საქმიანობის შემდეგი შეფასება: „მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია Unparteische Kirchen— und Ketzerhistorie (2 ტომი, ფრანკფურტი, 1699; 1700-15; 1729; 3 ტ., შაფგ., 1740-42).[4]
თავად არნოლდმა, რომელმაც თავის ჩანაწერებში ეკლესიის დანგრევის სევდიანი ამბავი ყვებოდა, სასოწარკვეთილი აღნიშნავდა: „ასეთ უვიც დროში, არც სამღვდელოებას და არც ერისკაცებს შორის კარგი არაფერი მოიძებნება“.
არნოლდიმრავალი წმინდა საგალობელი, რომლებიც მის ნამუშევრებში იყო მიმოფანტული, კნაპმა და ემანმა შეაგროვეს და გამოაქვეყნეს 1845-1856 წლებში (შტუტგარტი).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „Unparteische Kirchen— und Ketzerhistorie“ (3 ტომი)
- „Historia et descriptio theosophiae“ (1702; გერმანულად 1703),
- „Das Leben der Gläubigen“ (1701),
- „Das Greheimniss der göttlichen Sophia“ (1700)
- „Die erste Liebe, d. i. wahre Abbildung der ersten Christen“ (1696)
ლიტერატურა
რედაქტირება- Deghaye P., Arnold, Gottfried // Dictionary of Gnosis & Western Esotericism, Koninklijke Brill NV,, 2006. — P. 103-105, ISBN 978 90 04 15231 1.
- Дибелия, «Gottfr. A. Sein Leben und seine Bedeutung für die Kirche und Theologie» (Берлин, 1873).
- Werner Raupp: Arnold, Gottfried (Pseudonym: Christophorus Irenaeus), in: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL), Vol. 20, Nordhausen: Bautz 2002 (ISBN 3-88309-091-3), Col. 46–70 (with detailed bibliography).
- Werner Raupp: Arnold, Gottfried. In: Heiner F. Klemme, Manfred Kuehn (Ed.): Dictionary of Eighteenth-Century German Philosophers. Vol 1, London/New York 2010, p. 34–36.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118650386 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Czech National Authority Database
- ↑ Арнольд, Готфрид // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.