გორ სუჯიანი (სომხ. Գոռ Սուջյան; დ. 25 ივლისი, 1987) — სომეხი როკ-მომღერალი და როკ-ჯგუფ „Dorians“-ის წევრი. ჯგუფთან ერთად წარადგინა სომხეთი მალმეში, შვედეთში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, სიმღერით „Lonely Planet“.[1][2]

გორ სუჯიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1987(1987-07-25) (36 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
გორ სუჯიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრრეული ცხოვრება რედაქტირება

გორ სუჯიანი დაიბადა 1987 წლის 25 ივლისს ერევანში, სომხეთში. ის გიტარისტის, ჯაზმენის მკრტიჩ სუჯიანის შვილია.

Dorians რედაქტირება

17 წლის ასაკში გორმა შექმნა ჯგუფი „Gor & Friends“. ის ასრულებდა პოპულარული როკ სიმღერების ქავერ ვერსიებს. 2008 წლის ივნისიდან წამყვანი მომღერალი და ახალი როკ ჯგუფის „Dorians“-ის მთავარი კომპოზიტორი. 2009 წლის აპრილში „Dorians“-მა მოიგო ჯილდო „საუკეთესო ახალბედა“ ყოველწლიურ Tashir Music Awards-ზე რომელიც მოსკოვში გაიმართა.

2011 წლის 22 დეკემბერს ჯგუფმა „Dorians“-მა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით „Fly“. მათი ცნობილი სიმღერებია „Psychic Rain“, „In Fog“, „Fly“, „You And Me“, „Sleepless Nights“, „Yes Kulam“, „Deep Into It“, „In My Hand“, „This is our world“, „Life Is Really Beautiful“, „King“, „Brave“, „Gkrizos Ouranos“ და სხვ.

ევროვიზია რედაქტირება

2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გორ სუჯიანი იყო ევა რივასის ერთ-ერთი დამხმარე ბექ-ვოკალისტი „Apricot Stone“-ს შესრულებისას.[3]

2013 წლის 21 იანვარს ARMTV-მ გამოაცხადა, რომ გორი „დორიანსთან“ ერთად წარმოადგენდა სომხეთს 2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც გაიმართებოდა მალმეში, შვედეთში. შეასრულა „Lonely Planet“, რომელიც დაწერილია ლეგენდარული ტონი აიომის, ინგლისელი გიტარისტისა და სიმღერების ავტორის, პიონერული მძიმე მეტალის ჯგუფის Black Sabbath-ის დამფუძნებელი წევრის და სომეხი ლირიკოსის ვარდან ზადოიანის მიერ.[4][5][6] 16 მაისს მეორე ნახევარფინალში ჯგუფი წარსდგა სიმღერით „Lonely Planet“, 17 კონკურსანტს შორის 69 ქულით დაიკავა მე-7 ადგილი. 12 ქულა მიიღო საფრანგეთისგან. ფინალში ჯგუფმა 41 ქულით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა.

Project LA რედაქტირება

2017 წელს გორ სუჯიანმა დაიწყო მუშაობა Project LA-ზე, რომელიც დააარსა ლეონ არშატიანმა. აქ გორი დიდი სომეხი მწერლების შემოქმედების მუსიკალურ ვარიაციებს და მათ შესრულებას გვთავაზობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Brey, Marco. (21 January 2013) National final to select Armenian entry. EBU.
  2. Brey, Marco. (2 March 2013) Gor Sujyan to sing "Lonely Planet" for Armenia. EBU.
  3. Ross, Samantha. (21 April 2013) Eurovision 2013: By The Numbers. ESC Insider.
  4. Sabbath star Tony Iommi writes Eurovision entry. BBC (6 March 2013).
  5. Black Sabbath's Tony Iommi writes Armenian Eurovision entry. NME (7 March 2013).
  6. Michaels, Sean. (8 March 2013) Black Sabbath's Tony Iommi says Eurovision song may be 'slagged off'. NME.