გორიჯვარის ეკლესია

გორიჯვარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში, ოქტომბრის ქუჩაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია ქართული აგურითა და რიყის ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, რომელიც აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით.

არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, რომელიც აქცენტირებულია აგურის ტიმპანით. თაღის თავზე მოთავსებულია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილში, წყობაში ჩაძირული ჯვრის ქვედა მკლავია შემორჩენილი. შესასვლელის მარჯვნივ თაღოვანი ნიშაა. მის თავზე ჩასმულია ქვის ფართო კვადრი, რომელზეც მხედრული წარწერა იკითხება.

კამარა და კონქი ჩამონგრეულია, კედლების დიდი ნაწილი განადგურებულია. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება