გორის საცხოვრებელი სახლი (მ. მამარდაშვილის 1)

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

გორის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში, მდებარეობს მ. მამარდაშვილის (ყოფ. ბუდიონის) ქ. 1. აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

სახლი (18X11,4 მ) ერთსართულიანია, ნაშენია აგურით, გამოყენებულია თლილი ქვიშაქვაც. შესასვლელი ორი ჰქონდა: მთავარი ფასადის (მამარდაშვილის ქ.) ცენტრში (ამჟამად გაუქმებულია, მის წინ კიბეები მორღვეულია) და გვერდითი ფასადის ბოლოში (მოგვიანებით ამ მხარეს სახლს ერთი ოთახი მიაშენეს). ეზოს ფასადზე მიდგმულია ხის აივანი (შემინულია, სიგ. 2,8 მ). მთავარი შესასვლელით ვხვდებოდით ვიწრო, მცირე ჰოლში, რომლის ორივე მხარეს თითო ოთახი იყო.გრძივი მზიდი კედლის ეზოსკენ მიმართულ მონაკვეთშიც ორი ოთახი იყო, ერთი — საკმაოდ მოზრდილი, მეორე — მცირე. ახლა მარცხენა წინა ოთახი და დიდი ოთახი ტიხრებითაა გაყოფილი. ოთახები ნათდება ფართო, მაღალი სარკმლებით, თბებოდა ბუხრებით. მთავარი ფასადის ცენტრში, შესასვლელი კარის ორივე მხარეს, რუსტებიან პილასტრების მოწყობილ ჯვრის მსგავსს შეღრმავებებში ჩადგმული არაპროფესიონალი ხელოსნის მიერ გამოქანდაკებული თითო ჰორელიეფი — სასულიერო პირისა (დაზიანებულია — მოტეხილია თავი) და მოხელის. რუსტირებული პილასტრებია აგრეთვე შენობის კუთხეებშიც.მთავარ ფასადზე 6, გვერდით ქუჩის ფასადზე კი ოთხი სარკმელია. სარკმლების ქვეშ სწორკუთხა შეღრმავებებია.ნაგებობა დასრულებულია აგურის საფეხურებიანი მარტივი ლავგარდნით. სახურავი ოთხფერდაა, გამართულია ხის ნივნივებზე. სახლის ქვეშ სარდაფებია.

ლიტერატურა

რედაქტირება