გორგითიონი (ბერძნ. Γοργυθίων) ბერძნული მითოლოგიით ტროას მეფე პრიამის ერთ-ერთი ვაჟი ტროას ომის პერიოდში და ჰომეროსის ილიადაში არის მოხსენიებული, როგორც მეორეხარისხოვანი გმირი. დედამისი კასტიენიერა აისიმელი იყო.