გორას განძი
გორას განძი — ძვ. წ. XIII-XII საუკუნეების კოლხური კულტურის დამახასიათებელი ბრინჯაოს ხანის განძი, აღმოჩენილი სოფელ გორაში (ვანის მუნიციპალიტეტი). შედგება ბრინჯაოს 12 სეგმენტისებური იარაღის, 5 თოხის, კოლხური ცულის ნატეხების, ნამგლის ნატეხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტრიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანცხავა ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 99.
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965