გორანის მეორე ეკლესია
გორანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის მიდამოებში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და დამუშავებული ქვის კვადრებით. ძლიერაა დაზიანებული: კედლები შემორჩენილია რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე, აღმოსავლეთით შეინიშნება აფსიდის კვალი, სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში კარის წირთხლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 98.