გოპაკი
გოპაკი — უკრაინული ხალხური, ძირითადად მამაკაცების ცეკვა, ზოგჯერ ჰეროიკული ხასიათისაა. მისი დამახასიათებელი ელემენტებია: ხტომა, ბუქნი, ბრუნი. გოპაკის სასიმღერო და ინსტრუმენტული მელოდიები ხალხში დამოუკიდებელ მუსიკალურ პიესებადაც სრულდება. ეს მელოდიები ან გაპაკის ჟანრი ხშირად გამოყენებულია რუსი და უკრაინელი ეროვნების კომპოზიტორების ოპერებშიც (რიმსკი-კორსაკოვის „მაისის ღამე“, მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა“, ჩაიკოვსკის „მაზეპა“, გულაკ-არტემოვსკის „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“ და სხვა). ბალეტებში (სოლოვიოვ-სედოის „ტარას ბულბა“ და სხვა). კომპოზიტორმა შტოგარენკომ თავისი სიმფონიური სურათის „ლესია უკრაინკას ხსოვნის“ ერთ ნაწილს გოპაკი უწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 220.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უკრაინული ხალხური ცეკვა Encyclopediaofukraine.com-ზე