დავით გონდაური (პედაგოგი)

(გადამისამართდა გვერდიდან გონდაური, დავით ბაქარის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გონდაური.

დავით ბაქარის ძე გონდაური (დ. 23 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 9 მარტი, 2002, იქვე) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო მასწავლებელი (1990).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937–1941 წლებში სწავლობდა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1941 წლიდან მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად სკოლაში, რომელსაც იმხანად მე-4 სანიმუშო საშუალო სკოლა ერქვა, შემდეგ იგი გადაკეთდა ჯერ ვაჟთა 24-ე, შემდეგ 77-ე სკოლად, ხოლო 1990 წლიდან — გ. კობახიძის სახ. მე-5 გიმნაზიად. 1970–1990 წლებში ატარებდა ტელეგაკვეთილებს (გადაცემათა რუბრიკები: „მათემატიკა მოსწავლეთათვის“ და „მასწავლებლის საათი“), კითხულობდა ლექციებს მათემატიკასა და მათ. სწავლების მეთოდიკაში. „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ კონკურსებში მრავალგზის გამარჯვების გამო ეს წოდება მუდმივად მიენიჭა.

თხზულებები

რედაქტირება
  • ვექტორები გეომეტრიის სასკოლო კურსში, კრ.: მათემატიკის სწავლების საკითხები სკოლაში, თბ., 1967;
  • საზრიანობა და ხარვეზები მოსწავლეთა პასუხებსა და წერით ნამუშევრებში, თბ., 1985.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალავერდაშვილი გ., პედაგოგიური შრომის ოსტატები, თბ., 1966.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება