გომის წითელი
გომის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი შეფერილობის. რბილობი წვნიანია, წიპწები გარსშია მოქცეული.
გომის წითელი საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მაღლარად გაზრდილი ერთი ძირი ვაზისგან 30 კილოგრამი ყურძნის მოკრეფა შეიძლება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 94