გომის თეთრი
გომის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
იმერეთში მაღლარების სახითაა გავრცელებული.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, დაუნაკვთავი. სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებრად ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია, კონუსური და ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო მომწვანო-მოყვითალო შეფერვით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ოდნავ კნატუნა. სასიამოვნო გემოთი.
გომის თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156-166 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის, მტევნის წონა 140-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.5-9 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი ღვინო, ასევე, გამოიეემება საკუპაჟე მასალად. პერსპექტიულია როგორც სასუფრე ყურძნის ჯიში საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 94