გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში, ისტორიულ ქვემო ქართლში.

გომარეთი შედიოდა ისტორიულ ზურტაკეტში XI საუკუნის პირველ ნახევარში, მას მართავდნენ და ფლობდნენ კლდეკარის ერისთავები.

სოფელ გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახნავ-სავარგულებში შემორჩენილია დაზიანებული ქვაჯვარა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.

სოფელი გამორჩეულია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს XI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. I, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება