გოლცები (რუს. Гольцы) — ბრტყელი ან სუსტად ამოზნექილი კლდოვანი მწვერვალები, რომლებიც ამოწეულია ტყის ზედა საზღვრის ზემოთ და წელიწადის თბილ დროს თოვლისგანაა განთავისუფლებული. მწვერვალები, რომლებიც ხშირად გართულებულია კლდოვანი მოწმეებით, დაფარულია კურუმებით. აქვთ რბილი მოხაზულობა ან პლატოსებრი ფორმა.[1][2]

ინიაპტუკის გოლცი ჩრდილოეთ ბაიკალის მთიანეთში, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული მთანეთის უმაღლეს წერტილს, მისი სიმაღლეა ზღვის დონიდნა 2578 მ

დამახასიათებელია აგრეთვე მზრალი სორტირების მიკროფორმები, პოლიგონური წარმონაქმნები, ქვიური რგოლები და ზოლები, მედალიონები. მცენარულობას ხშირად მოკლებულია, ზოგჯერ წარმოდგენილია ხავსებით, ბუჩქნარებითა და ქონდარა ფიჭვით. გოლცების კალთებზე გოლცური ტერასების გამო შეინიშნება ტერასირება, რომლებიც დამრეცადაა დახრილი მასივის ძირისკენ, რომელიც შემოზღუდულია რამდენიმე ათეული მ სიმაღლის ბექობებით.[3]

კალთების შუა ნაწილი გართულებულია ქვიური მდინარეებით, ნაღვენთი სოლიფლუქციური მიკროტერასებით. გოლცები დიდწილად გავრცელებულია სუბარქტიკული სარტყლის მთებსა და ცივ შიდაკონტინენტურ ბორეალურ მხარეებში. გვხვდება ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. საიანებში გავრცელებული გოლცებიდან აღსანიშნავია ბოტოგოლის გოლცები, კიტოის გოლცები და ტუნკის გოლცები, ხოლო იმიერბაიკალეთში სოხონდოს გოლცები.[2]

  1. Гольцы // Большая советская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Гольцы // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-22. ციტირების თარიღი: 2020-03-22.
  3. Гольцы // Географические названия Восточной Сибири. — Иркутск: М. Н. Мельхеев. 1969.