გოლიათ ლაკერბაია
გოლიათ ლაკერბაია (დ. 15 მაისი, 1928,) — ქართველი ინჟინერი.
გოლიათ ლაკერბაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1928 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1951 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით.
მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1954 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტებზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი, სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობით აშენდა კოლხეთის დაბლობზე არსებული ირიგაციული და სამელიორაციო სისტემების უმრავლესობა, დაშრობილ მიწებზე შექმნილი მეციტრუსეობის მეურნეობის კომპლექსები; მრავალი კომუნალური და სამოქალაქო ნაგებობები ქ. ფოთში, წყალგამყოფი კვანძი მდ. რიონზე და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, ვ. 336