გოდფრუა ბუიონელი

(გადამისამართდა გვერდიდან გოდფრუა ბუინოელი)

გოდფრუა ბუიონელი (ფრანგ. Godefroy de Bouillon , აგრეთვე ცნობილი როგორც გოტფრიდ ბულიონელი (გერმ. Gottfried von Bouillon; დ. დაახ. 1060, ბულონი — გ. 18 ივლისი, 1100, იერუსალიმი) ) — ქრისტეს საფლავის ლეგენდისეული მცველი, რომელიც პირველ ჯვაროსნულ ომში რომის პაპის ურბან II-ის მიმართვისთანავე ჩაერთო.

გოდფრუა ბუიონელი
Godefroy de Bouillon
იერუსალიმის სამეფოს I მეფე
მმართ. დასაწყისი: 1099
მმართ. დასასრული: 1100
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა (შექმნამდე- იფტიხარ-ალ-დავლა, იერუსალიმის გუბერნატორი, ფატიმიდების დინასტია)
მემკვიდრე: ბალდუინ I
ქვემო ლოთარინგიის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1089
მმართ. დასასრული: 1096
წინამორბედი: კონრად ლოთარინგიელი
მემკვიდრე: ჰენრი I ლიმბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1058/1060
დაბ. ადგილი: ბულონი
გარდ. თარიღი: 1100
გარდ. ადგილი: იერუსალიმი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი
წოდება: ქრისტეს საფლავის მცველი
ბრძოლები/ომები: პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

ბუიონის ჰერცოგი გოდფრუა ლოთარინგიის ოციათასიან რაინდთა ლაშქარს სარდლობდა. ამ დროს იგი 35 წლისა იყო. მან იერუსალიმამდე მიაღწია და იყო ერთ-ერთი, ვინც პირველმა აღმართა ქრისტიანული დროშა 1099 წლის 15 ივლისს. მთელი ლაშქრობის განმავლობაში გამოირჩეოდა რაინდული სულისკვეთებით ქრისტიანობით და ასევე სამართლიანობით. იერუსალიმის მეფედ არჩევისას წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„ქალაქში, სადაც მაცხოვარი იესო ქრისტე ეკლიან გვირგვინს ატარებდა, მე სამეფო გვირგვინს ვერ დავიდგამ.“

მაშინ მას მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიენიჭა. იდუმალებითაა მოცული მისი გარდაცვალების ამბავი. იგი 1100 წლის 18 ივლისს აღესრულა. გოდფრუა ბუიონელის საფლავი მე-19 საუკუნემდე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარიბჭეში მდებარეობდა. მალე მისი საფლავი გაძარცვეს და მისი სხეულის ნაწილები დაკარგულად ითვლება. 1830 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბელგია დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, გოდფრუა ბუიონელი ბელგიის ეროვნულ გმირად ითვლება. მისი ქანდაკება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშია აღმართული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება