გოდობნის ეკლესია
შუა საუკუნეების ეკლესია
გოდბნის ეკლესია — შუა საუკუნეების ეკლესია. გოდობნის ეკლესია მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. კურზუს მოქმედ სასაფლაოზე, სოფლის ცენტრიდან ერთ კილომეტრში.ნაგებობა წარმოადგენს დარბაზულ, შვერილ აფსიდიან ეკლესიას ორფერდა გადახურვით, რომლის მშენებლობაში გამოენებულია ქვიშა-ქვა, კლდის კირ-ქვა კირის დუღაბზე. მშენებლობაში არ ჩანს რიყის ქვა. ვერტიკალური წყობისათვის გამოუყენებიათ პირონი (მისი ნაშთები შემორჩენილი არ არის) რამდენადაც ეტყობა, ქვიშა-ქვა კარგი დამუშავებული ყოფილა ხოლო კირ-ქვას დამუშავება არ ეტყობა. შესასვლელი დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან არის მოწყობილი. ეკლესია საძირკვლამდეა დანგრეული. მისი სიგრძე 12,6–მ. ხოლო სიგანე 7,6–მ.
გოდობნის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | კურზუ |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8199