შოთა გოგოხია
შოთა დორიმენდონის ძე გოგოხია (დ. 26 სექტემბერი, 1920, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი გერონტოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1950–1973 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის მინისტრი. 1973–1974 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი. 2004 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი (დევნილობაში).[1]
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- როგორ ავიცდინოთ თავიდან ნაადრევი სიბერე, თბ., 2003;
- როგორია დღეგრძელთა ცხოვრების წესი, თბ., 2005;
- Курорты Абхазии, Сух., 1961;
- Здравоოхранение в Абхазии, Сух., 1966.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 71.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 89 წლის ასაკში აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი შოთა გოგოხია გარდაიცვალა. GHN. 26 ოქტომბერი, 2009