გოგნის წმინდა გიორგის ეკლესია

გოგნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში.

გოგნის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით. ტაძარი აღმართულია სამსაფეხურიან ცოკოლზე. მოპირკეთებულია დამუშავებული კვადრებით. შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედლის შუაშია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარეს სამი, დასავლეთით ერთი, ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი თაღოვანი ფართო სარკმელია. კარის თავზე მხედრული დამწერლობით შესრულებული საამშენებლო წარწერაა: „ქ. ჩყპზ-სა აღშენება ამა ეკლესიისა ოსტატები გიორგი აბესაძე ვასილ ნოსელიძე და ბესარიონ...“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9247