გოგიძეები
გოგიძეები — გვარი. მისი ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. ამავე სახელის კნინობითი ფორმაა გიო, რომელიც დამოუკიდებელ სახელადაა გავრცელებული.[1] 1817 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც პავლე ნემსაძეს ბეჟან წერეთლისთვის მიუცია, კაღელა გოგიძე მოიხსენიება. ბორბალოში მცხოვრებმა გლეხმა ივანე გოგიძემ 1829 წელს იქორწინა ვინმე დავითის ასულ მარიამზე. გოგიძეები ცხოვრობენ ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში. საქართველოში სულ ცხოვრობს 1657 გოგიძე, მათ შორის ქალაქ თბილისში — 355, გორში — 390, წყალტუბოში — 272, ქუთაისში — 85.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგიძეები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-02-05.
- ↑ იუსტიციის სახლი. intpass.cra.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-02. ციტირების თარიღი: 2014-02-05.