გოგა ფიფია
გიორგი ფიფია (დ. 3 ივნისი, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 12 თებერვალი, 2012) ქართველი ექიმი (ქირურგი), მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.
გიორგი ფიფია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 ივნისი, 1953 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 12 თებერვალი, 2012 |
საქმიანობა | ექიმი, მსახიობი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1953 წლის 3 ივნისს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1979-1981 წლებში მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. 1981-1983 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1983-1988 წლებში — ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990 წლიდან დოცენტი, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა თორაკო-აბდომინალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს"(1989), „ექოგრაფია და ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტირაციული სიყვითლეების დროს" (1998).
1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს". 1999 წელს გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: „კეთილთვისებიანი სიყვითლეების მკურნალობა და დიაგნოსტიკა".
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2012 წლის 12 თებერვალს თბილისში.
მიუხედავად იმისა, რომ გოგა ფიფია არ ყოფილა პროფესიონალი მსახიობი, მას შესრულებული აქვს მთავარი როლები ქართულ მხატვრულ ფილმებში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1972 — როცა აყვავდა ნუში — ლექსო
- 1973 — მზიური — სპორტსმენი, პიონერთა რაზმის ხელმძღვანელი
- 1974 — მშვიდობიანი დღეები — გოგი კახიანი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებავინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.276