გნომა (ბერძნ. gnōmē - აზრი), ბრძნული გამონათქვამი, დიდაქტიკური შეგონება, გადმოცემული ლექსად ან რიტმული პროზით. გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ ლიტერატურაში, პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, ქართულ ლიტერატურაში ღნომებს უწოდებდნენ ქართულ მასალაზე შედგენილ ან უცხო ენიდან თარგმნილ სენტენცია-აფორტიზმებისა და მოსწრებულ კითხვა-მიგებათა კრებულებს. ცნობილია ნილოს სინელის "ღნომანი სწავლათანი სარგებლად სულისა" და "ღნომანი განმაყენებელნი გახრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა". უამრავ ღნომას შეიცავს აპოფთეგმური კრებულები "სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი", "სიბრძნისაგან მრავალთა ფილოსოფოსთაჲსა", "სწავლანი ახიკარ ბრძნისანი", "სიტყვა-აგება სოგრატისი", "დამაკვირდი", "აკაკის ნაკვესები" და სხვა. ღნომებს დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვთ: ისინი მკითხველს ზნეობრივად ამაღლებენ, აცნობენ ცხოვრების ავ-კარგს, აჩვევენ ფილოსოფიურ აზროვნებას, უყალიბებენ მეტყველებასა და ლაკონიურად წერის სტილს.

ლიტერატურა რედაქტირება