გმირი (ინგლ. Hero) - 1992 წელს გამოსული ამერიკული კომედია, გადაღებული რეჟისორ სტივენ ფრიზის მიერ. მთავარ როლებში დასტინ ჰოფმანი, ენდი გარსია და ჯინა დევისი.

გმირი
ჟანრი დრამა, კომედია
რეჟისორი სტივენ ფრიზი
პროდიუსერი ლორა ზისკინი
სცენარის ავტორი ლორა ზისკინი, ელვინ სარჯენტი, დევიდ ვებ პიპლსი
როლებში დასტინ ჰოფმანი, ენდი გარსია, ჯინა დევისი
კომპოზიტორი ჯონჯ ფენტონი
სტუდია Columbia Pictures
დისტრიბუტორი Columbia Pictures
პრემიერა ოქტომბერი 2, 1992 (1992-10-02)
ხანგრძლივობა 117 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 42 მილიონი $
შემოსავალი 19,5 მილიონი $
საიტი: IMDb ID 0104412

სიუჟეტირედაქტირება

ფილმის მთავარი გმირი ბერნარდ (ბერნი) ლა-პლანტია (დასტინ ჰოფმანი), რომელიც წვრილი ქურდია და მუდამ უსიამოვნებაში ხვდება. ყავს ბიჭი, რომლის ნახვის უფლებას ყოფილი ცოლი არ აძლევს. ჟურნალისტი გეილ გეილი (ჯინა დევისი) ამბიციური და ცნობილი ჟურნალისტია, „მე-4 არხზე“ მუშაობს და ნიუ-იოკში „ვერცხლის მიკროფონით“ დააჯილდოვებენ. ჟურნალისტი იმავე საღამოს უკან მოფრინავს. იმ საღამოს, წვიმიან ამინდში, ბერნი ახალი ფეხსაცმელებს იყიდის და შვილის დაბადების დღეზე მიდის. გზად გეილის თვითმფრინავი ჩამოვარდება და მდინარეში ჩავარდება. ბერნი გადმოვა მანქანიდან, ფეხსაცმელებს გაიხდის და თვითმფრინავისკენ გაიქცევა, რათა ხალხს კარი გაუღოს და გამოიყვანოს. ერთი ბავშვი თხოვს რომ მამისისიც გამოიყვანოს, რომელიც ვერ ინძრევა. ბერნი შევარდება, მაგრამ სიბნელეში ვერ ნახავს და გეილს გამოიყვანს, რომელსაც ვერცხლის მიკროფონს და საკრედიტო ბარათებს მოპარავს. გარეთ გამოსული მეორე ფეხსაცმელს ვერ იპოვნის და მანქანაც დაემტვრევა, რის გამოც ბავშვის დაბადების დღეზე 3 საათით დააგვიანებს. ტალახში ამოგანგლული მიადგება და ცდილობს თვითმფრინავის ისტორია მოუყვეს, თუმც ყოფილი ცოლი გალანძღავს და არ მოუსმენს. სახლში მიმავალს ავტომობილი გაუფუჭდება და მაწანწალა ჯონ ბაბერი (ენდი გარსია) წაიყვანს. გზაში ბერნი ყველაფერს მოუყვება და მეორე ფეხსაცმელს დაუტოვებს. საავადმყოფოში გეილი დაინტერესედება თუ ვინ გადაარჩინა მთელი თვიმფრინავი და სიუჟეტის გასაკეთებლად ბინტებმოხვეული წამოხტება. სიბნელის გამო სახე ბუნდოვნად ახსოვთ და ჯერ მგზავრებს გამოკითხავენ, შემდეგ კი შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ და ერთ ცალ ფეხსაცმელს იპოვნიან. „მე-4“ არხი გმირის საპოვნელად ჯილდოდ მილიონ დოლარს გამოაცხადებს და დამამტკიცებელ საბუთად მეორე ფეხსაცმელის მოტანას მოითხოვს. ბერნარდი მოისმენს ამ ამბავს და გადაწყვეტს წასვლას, მაგრამ მორიგ ქურდობაზე დაიჭერენ. სასამართლოზე გაიგებს რომ გმირი იპოვნეს და მილონსაც მიიღებს. ეს ჯონ ბაბერი გამოდგება, რომელიც ბერნარდის ნაჩუქარ მეორე ფეხსაცმელს მიუტანს და მის მოყოლილ ისტორიას თავისად გაასაღებს. მაწანწალის გაგმირება მოეწონება ჟურნალისტს. მას კარგად ჩააცმევენ, შეხვედრებზე დაყავთ და დიდ პატივში ყავთ. ბერნი კი ამ დროს ციხეში ზის და იქიდან უყურებს ყველაფერს. ბერნის სახაზინო ადვოკატი, ბაბერის გმირობით აღფრთოვანდება, დაკავებულს გირაოს 25 ათას დოლარს უშოვის და ციხიდან გამოაშვებინებს. ბერნი ტელევიზიით გაიგებს რომ ბაბერი სავადმყოფოში მიდის დაშავებულების სანახავად, შეეცდება მიუახლოვდეს და კუთვნილი ფული გამოართვას, თუმც არაფერი გამოუვა. გეილთან პოლიცია მივა და ბერნის მოპარულ საკრედიტო ბარათებს მისცემს. ჟურნალისტს გაუკვირდება, რადგანაც ყველაფერი თვითმფრინავში დაეწვა. ბერნის მისამართს გაიგებს და დაადგება. ამ დროს ბაბერიც გაიგებს რომ შეიძლება მისი ტყუილი გამოაშკარავდეს, მაღალ შენობაზე ავა და გადმოხტომით დაიმუქრება. ყველანი იმ შენობასთან გაიქცევიან მანქანით. გზაში გეილი ემუქრება ბერნის რომ დაანებოს ბაბერს თავი, თორემ საშინელ ისტორიებს მოუგონებს. ადგილზე მისული ბერნი შენობაზე ასულ ბაბერთან მივა და მოელაპარაკება, რომ დარჩეს გმირად, უბრალოდ თანხა გაუყოს და თავსაც დაანებებს. ბაბერი დათანხმდება და გადმოვა. ამასობაში გეილი მიხვდება რომ მისი ნამდვილი გადამრჩენელი ბერნია, მაგრამ ამის გაჟღერება რეიტინგზე ცუდად იმოქმედებს. ბერნისთან მარტო დარჩენილი გეილი მადლობას გადაუხდის გადარჩენისთვის, თუმც იგი უარყოფს. ტელევიზორში ბერნის ბაბერის გადამრჩენელად წარმოაჩენენ და ყოფილი ცოლიც კარგად განეწყობა მის მიმართ. გეილი ურჩევს ბერნის რომ სიმართლე შვილს მაინც მოუყვეს. ბერნი შვილს ზოოპარკში წაიყვანს და ყველაფერს მოუყვება. ამ დროს ერთი დამთვალიერებელი ბავშვი ლომთან ჩავარდება და ბერნიც მის გადასარჩენად წავა.

მსახიობებირედაქტირება

მსახიობი როლი
დასტინ ჰოფმანი ბერნარდ (ბერნი) ლა-პლანტი
ენდი გარსია ჯონ ბაბერი
ჯინა დევისი გეილ გეილი
ჯოან კიუსაკი ეველინ ლა-პლანტი
ჯეიმს მადიო ჯოული ლა-პლანტი
კევინ ო'კონორი ჩაკი, მე-4 არხის ოპერატორი
სტივენ ტობოლოვსკი ჯეიმს უოლესი, მე-4 არხის მმართველი

საინტერესო ფაქტებირედაქტირება

ჯონ ბარბერისთვის გამოგზავნილ საჩუქრებზე, ერთ-ერთზე ბარბარა სტრეიზანდი აწერია, თუმც მსახიობში ამ ფილმში არ მიუღია მონაწილეობა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

https://www.imdb.com/title/tt0104412/