გლოკ-17
გლოკ-17 — ავსტრიული წარმოების დამბაჩა. გლოკის სისტემის პირველი პისტოლეტი იყო გლოკ 17, რომელიც შექმნილი იყო გასტონ გლოკის მიერ სპეციალურად ავსტრიის შეიარაღებული ძალების მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. პისტოლეტები, რომლებიც 40 ათას გასროლას უძლებენ, ითვლებიან მაღალი ხარისხის, ცვეთის გამძლე იარაღებად, თავად გლოკს კი შეუძლია 400 ათასი გასროლა განახორციელოს და ამის შემდგომაც იყოს ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაში. გლოკისთვის არსებობს შემდეგი კალიბრები: 9mm, 10mm, .40 S&W, .380 ACP, .357SIG, .45 ACP, .45 GAP.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |