გლიცერიუსი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ფლავიუს გლიცერიუსი (დ. დაახლ. 420 — გ. 480) — დასავლეთ რომის იმპერატორი 473–474 წლებში. იმპერატორად გამოაცხადა ბურგუნდების მეფე გუნდობადმა 473 წლის მარტში. იმპერატორის ტახტიდან გადადგომის შემდეგ გახდა სალონის (დღევანდელი სპლიტი, ხორვატია) ეპისკოპოსი. გლიცერიუსი იყო დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო იმპერატორი.