გლეხი“ — გაზეთი, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1906 (22 ივნ. – 3 აგვ.); სულ გამოვიდა 7 ნომერი. ოფიციალური რედაქტორ-გამომცემელი – მ. ადამაშვილი (მიხეილ ჯავახიშვილი), ფაქტობრივი რედაქტორი – ს. ფირცხალავა. „გლეხი“ პროპაგანდას უწევდა გლეხთა ბრძოლას მიწისა და სოციალური თავისუფლებისთვის. გაზეთში მწვავედ იყო დასმული ქართ. ენის უფლების დაცვის, ერობისა და იმ დროს აქტუალური სხვა პრობლემები. გარდა პუბლიცისტური მასალისა, გაზეთი აქვეყნებდა ი. ევდოშვილის, დუტუ მეგრელის, ბ. ახოსპირელისა და სხვათა ორიგინიზებულ და ნათარგმნ მხატვრულ თხზულებებს. ხელისუფლებამ დახურა რევოლუციური მიმართულებისათვის. 1906 წლის სექტემბერში გაზეთი აღადგინეს „მიწის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა რედაქტირება