ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალბატონი გლენის უილმოტი (დაბადების სახელი - სკოტი; დაბადებული 1951 წლის 4 მარტს) არის ყოფილი ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლეიბორისტული პარტიის წევრი, რომელიც წარმოადგენდა ლეიბორისტთა პარტიას და, ასევე, აღმოსავლეთ მიდლენდს - ევროპარლამენტში.

ქალბატონი გლენის უილმოტი
დაბადების თარიღი

გლენის სკოტი, 1951 წლის 4 მარტი (72 წლის),

ჰორდენი, დურჰამის ოლქი, ინგლისი
ალმა-მატერი ტრენტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა მედიცინის დარგის მეცნიერი
პარტია ლეიბორისტული პარტია

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

უილმოტი დაიბადა დურჰამის ოლქში, კერძოდ, ჰორდენის სამთო-მოპოვებით სოფელში, თუმცა 10 წლის ასაკში საკუთარ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მენსფილდში. უილმოტმა განათლება მიიღო მენსფილდსა და ტრენტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გადაეცა უმაღლესი განათლების სერთიფიკატი სამედიცინო დარგში. იგი მუშაობდა მედიცინის დარგის მეცნიერად "კინგსის მილის" ეროვნული ჯანმრთელობის სერვისში და მენსფილდის ჰოსპიტლებში 1969-დან 1990 წლამდე.[1]

გლენის უილმოტი თავმჯდომარეობდა მენსფილდის ოლქის ლეიბორისტულ პარტიას და წარმოადგენდა ნოტინგემშაირის ოლქის საბჭოს წევრს, ლიმინგისა და ქალაქ ფორესტის განშტოებით 1989-დან 1993 წლამდე.[2] ასევე, იგი მუშაობდა ალან მილის (პარლამენტის წევრი მენსფილდიდან) ასისტენტად 1987-დან 1990 წლამდე.

გლენის უილმოტი გახდა GMB-ის სავაჭრო კავშირის პოლიტიკის ოფიცერი მიდლენდისა და აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონში. იგი თავმჯდომარეობას უწევდა აღმოსავლეთ მიდლენდის რეგიონალურ ლეიბორისტულ პარტიას და მეორე ადგილზე გავიდა აღმოსავლეთ მიდლენდის რეგიონის ლეიბორისტთა პარტიის კანდიდატებს შორის 2004 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში. უილმოტი იყო "ისრაელის მშრომელი მეგობრების" წევრი და იკავებდა ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას.[3]

ევროპარლამენტის წევრი

რედაქტირება

2006 წლის 1 იანვარს, გლენის უილმოტმა ჩაანაცვლა გარდაცვლილი ფილიპ უაითჰედი, რომელიც წარმოადგენდა აღმოსავლეთ მიდლენდს ევროპარლამენტში.[4] სხვა ევროპარლამენტარ ლეიბორისტებთან ერთად, იგი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პროგრესული ალიანსის წევრი იყო ევროპარლამენტში.

2006 წლის ივლისში, გლენის უილმოტი აირჩიეს ლეიბორისტი ევროპარლამენტარების მთავარ ორგანიზატორად. იგი აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2009 წლის იანვარში გერი ტიტლის გადადგომამდე, რის შემდეგაც აღიარეს ლეიბორისტთა ლიდერად ევროპარლამენტში.[5][6] უილმოტი იყო პარტიის ყველაზე გრძელვადიანი ლიდერი და წინ უსწრებდა ბარბარა კესლსა და გერი ტიტლის.

2014 წლის სექტემბერში, გლენის უილმოტი დაინიშნა სამედიცინო მოწყობილობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების გამშუქებლად, რაც, თავდაპირველად, გამოწვეული იყო მკერდისა და თეძოს ჩამანაცვლებელი იმპლანტების თაობაზე დაწყებული სკანდალით.[7] 2014 წლის ოქტომბერში, უილმოტმა, კლინიკური კვლევების კანონმდებლობაში მიღწეული წარმატებების გამო, მიიღო განსაკუთრებული ჯილდო პროფესიონალური კლინიკური კვლევების ბელგიური ასოციაციისგან.[8] ასევე, უილმოტმა უმასპინძლა ალიანსის ღონისძიებას ბელგიის საპარლამენტო შენობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ალკოჰოლურ სასმელებზე ეტიკეტის განთავსების პრინციპის გაუმჯობესებას.[9][10]

კომიტეტებისა და დელეგაციების წევრობა

რედაქტირება

2014 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, უილმოტმა ადგილი დაიკავა (ან, ჩაანაცვლა წევრები) კომიტეტებსა და დელეგაციებში.

2014 წლის საარჩევნო კამპანია

რედაქტირება

2014 წლის მაისში გლენის უილმოტმა წამოიწყო თავისი აღმოსავლეთ მიდლენდის კამპანია დერბიში, 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, და "ხალხს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ცხოვრების ღირებულების წინააღმდეგ ბრძოლაში".[11] უილმოტმა განაცხადა, რომ კონსერვატორებს სურდათ დახმარება გაეწიათ ენერგეტიკული კომპანიებისა და ბანკირებისთვის. "დაახლოებით 340 000 აღმოსავლეთ მიდლენდური სამსახური დაეყრდნო განგრძობად წევრობას, თუმცა "თორების" პარტიას არ უთქვამს, ევროკავშირის წევრობის რა ასპექტების თაობაზე სურდათ ხელახალი მოლაპარაკებები, ან როდის გამართავდნენ მას. ევროკავშირის რეფერენდუმმა ხალხს ყურადღება გადაატანინა, როცა ბრიტანეთი ცდილობდა საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას". უილმოტი, ასევე ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი პარტიის გაცხადებული მიზანი "წითელი ლენტის გაჭრის" შესახებ, რეალურად იყო "ხალხისთვის მუშაობის უფლების წართმევა". აღმოსავლეთ მიდლენდში, სადაც 5 ადგილისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა, ლეიბორისტებმა შეინარჩუნეს უილმოტის ადგილი და ხმების თავიანთი წილი გაზარდეს 8%-მდე. შესაბამისად, მინიმუმამდე შეამცირეს მეორე ადგილის დაკარგვის შანსი რეგიონში.[12]

2016 წლის ევროკავშირის რეფერენდუმი

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუპირისპირდა დეივიდ კამერონის გადაწყვეტილების ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, უილმოტმა წამყვანი როლი ითამაშა ლეიბორისტების კამპანიაში, ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის შესახებ. უილმოტი კრიტიკულად იყო განწყობილი ევროკავშირის მიმართ რეფორმების ინიცირებაზე, მათ შორის, მშრომელთა საკანონმდებლო უფლებების ცვლილებებზე, პროდუქციის სტანდარტებზე და გარემოს დაცვაზე.[13] იგი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში დარჩენის 5 მთავარ არგუმენტს შორის იყო დასაქმების შენარჩუნება და სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმების უფლებები, მომხმარებელთა დაცვა, საზღვართამკვეთი უსაფრთხოება და მზარდი გავლენა მსოფლიო არენაზე.[14]

ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლაზე ხმის მიცემის შემდეგ, უილმოტი ამტკიცებდა, რომ თუკი ბრექსიტის მოლაპარაკებების თაობაზე მიღწეული შეთანხმება, სოციალურ და მშრომელთა უფლებების შესუსტებასა და დერეგულირებას გამოიწვევდა, ლეიბორისტები მის წინააღმდეგ წავიდოდნენ.[15] რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, უილმოტმა ლეიბორისტული პარტიის სახელით დაწერა წერილი, სადაც მოითხოვდა ლიდერის პოზიციიდან ჯერემი კორბინის გადადგომას. კონკრეტულად კი, ეს პროცესი დაიწყო პარტიის ბრიფინგის დოკუმენტის გამოქვეყნებიდან, სადაც ქეით ჰოის და ჟიზელა სტიუარტის მიერ გაწეული სამუშაო იყო მოხსენიებული. ორივე პარლამენტარი "ლეიბორისტები ტოვებენ" კამპანიის მთავარი მონაწილე იყო.

გადადგომა

რედაქტირება

2017 წლის ივლისში გლენის უილმოტმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა ოქტომბერში და 3 ოქტომბერს, აღმოსავლეთ მიდლენდელი ევროპარლამენტარის პოზიციაზე ფორმალურად ჩანაცვლდებოდა ქალაქ ლეიკესტერის კანცლერით, კერძოდ, რორი პალმერით.[16][17] თუმცა, უილმოტი ჩაანაცვლა მისმა კოლეგა რიჩარდ კორბეტმა.[18] 2017 წლის 4 ნოემბერს, გლენის უილმოტს გადაუხადეს გაცილების საღამო, რომელზეც აღინიშნა მისი კარიერა და წვლილი ლეიბორისტულ პარტიასა და ევროპულ პოლიტიკაში. საღამოს ესწრებოდა კორბინი და ყოფილი ლიდერი ედ მილიბენდი.[19]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გლენის უილმოტი თავის მეუღლესთან (ტედი) ერთად ცხოვრობს ლეიკესტერშაირში. 2015 წლის 27 აგვისტოს, უილმოტი დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით და მიენიჭა მეთაური ქალბატონის წოდება.[20]

  1. About me. Glenis Willmott MEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 June 2014
  2. 1989 election results: Leeming and Forest Town. Nottinghamshire County Council. ციტირების თარიღი: 19 September 2014
  3. Where Do They Stand?. PSC. ციტირების თარიღი: 10 April 2018
  4. „GLENIS WILLMOTT NAMED AS NEW LABOUR MEP“. European Report. 11 January 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 1 December 2014 – წარმოდგენილია HighBeam Research-ის მიერ.
  5. Member of the European Parliament:Glenis Willmott. CENTRAL VILLAGES LABOUR PARTY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 1 December 2014
  6. MEP Profiles: Glenis Willmott. European Parliament. ციტირების თარიღი: 9 July 2014
  7. Medical devices rapporteur. Glenis Willmott MEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 17 September 2014
  8. Outstanding Leadership Award. Belgian Association of Clinical Research Professionals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 August 2014
  9. Event explores European Commission decision to exempt alcohol from EU labelling legislation. Institute of Alcohol Studies (10 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 1 December 2014
  10. Better alcohol labelling event. Glenis Willmott MEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 19 September 2014
  11. Dan Martin (7 May 2014). „Labour launches East Midlands European election campaign in Leicester“. Leicester Mercury. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2014. ციტირების თარიღი: 9 May 2014.
  12. „East Midlands European election results, 2014“. BBC News. ციტირების თარიღი: 30 May 2014.
  13. Glenis Willmott (22 January 2016), "When it comes down to it, this referendum is going to be about working people", LabourList, https://labourlist.org/2016/01/when-it-comes-down-to-it-this-referendum-is-going-to-be-about-working-people. წაკითხვის თარიღი: 9 November 2017
  14. Willmott, Glenis (23 February 2016), "Five key facts to win the argument on the EU", LabourList, http://labourlist.org/2016/02/glenis-willmott-five-key-facts-to-win-the-argument-on-the-eu. წაკითხვის თარიღი: 9 November 2017
  15. "If the Tory Brexit deal with the EU is not right, we must fight it", Labour Press, 26 September 2016, http://press.labour.org.uk/post/150954159159/if-the-tory-brexit-deal-with-the-eu-is-not-right. წაკითხვის თარიღი: 9 November 2017
  16. Ciaran Fagan (5 July 2017). „Leicester Deputy Mayor Rory Palmer to become an MEP“. Leicester Mercury. ციტირების თარიღი: 6 July 2017.
  17. Dan Martin (2 October 2017). „Leicester's deputy mayor Rory Palmer leaves city council and becomes an MEP“. Leicester Mercury. ციტირების თარიღი: 9 November 2017.
  18. Peter Edwards (25 October 2017). „Richard Corbett named Labour's new leader in Brussels and takes NEC place“. LabourList. ციტირების თარიღი: 9 November 2017.
  19. Dan Martin. (13 October 2017) Jeremy Corbyn and Ed Miliband are coming to Leicester for a 'fun-filled' party. Leicester Mercury. ციტირების თარიღი: 9 November 2017
  20. Prime Minister's Office. (27 August 2015) Dissolution Honours 2015. Gov.uk. ციტირების თარიღი: 30 August 2015
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლენის_უილმოტი“-დან