გიუფერჰორნი
გიუფერჰორნი (გერმ. Güferhorn) — მთა ლეპონტის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალისა და ჰინტერჰაინისა ხეობებს შორის, გრაუბიუნდენის კანტონში. ზღვის დონიდან 3 379 მ სიმაღლით, იგი ლეპონტის ალპების იმ ნაწილის უმაღლესი მწვერვალია, რომელიც რაინვალდჰორნის აღმოსავლეთით მდებარეობს. ჩრდილოეთი კალთა დაფარულია 2 კმ სიგრძის გიუფერის მყინვარით.
გიუფერჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°30′45″ ჩ. გ. 9°03′47″ ა. გ. / 46.51250° ჩ. გ. 9.06306° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 379 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები |