გიუმრის ხოცვა-ჟლეტა
გიუმრის ხოცვა-ჟლეტა — ავეტისიანების სომხური ოჯახის 7 წევრის მკვლელობა გიუმრიში. მკვლელობა მოხდა 2015 წლის 12 იანვარს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც თვითნებურად მიატოვა დისლოკაციის ადგილი და იმავე დღეს ცდილობდა თურქეთ-სომხეთის საზღვრის გადაკვეთას.
მკვლელობა
რედაქტირება2015 წლის 12 იანვარს სომხეთის ქალაქ გიუმრიში მოკლეს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის ბავშვი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექვსი თვის კიდევ ერთი ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს,[1], რომელიც 19 იანვარს გარდაიცვალა.[2]
დანაშაულის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად („ორი და მეტი პირის მკვლელობა“). სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მრჩევლის ს. ტრუზიანის წინასწარი ინფორმაციით უდანაშაულო ადამიანები კალაშნიკოვის (АК74) ტიპის ავტომატით დახოცა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, რომელმაც მანამდე უკანონოდ დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.
ვალერი პერმიაკოვი დაიჭირეს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას და გადასცეს 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელს[3]. პერმიაკოვმა მკვლელობა აღიარა[4].
სომხეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პერმიაკოვს რუსეთი გაასამართლებს, რადგან რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის მოქალაქე არ შეიძლება გადაეცეს სხვა ქვეყანას, იქ გასასამართლებლად[5].
19 იანვარს სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა ექვსი თვის ბავშვი, სერიოჟა ავეტისიანი, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მცხოვრები ოჯახის მკვლელობის დროს დაიჭრა[6].
რეაქცია
რედაქტირება13 იანვარს სომხეთის მოქალაქეთა ჯგუფმა მიტინგი გამართა რუსეთის საელჩოსთან[7]. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რუსეთის ჯარების ქვეყნიდან გაყვანას და ელჩის გაწვევას[8].
14 იანვარს საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე გიუმრიში, 102-ე სამხედრო ბაზასთან, რომლის მონაწილეებმაც პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა ფეხქვეშ გათელეს[9]. ხალხმრავალი საპროტესტ აქცია გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის რეზიდენციასთან ერევანში[10].
15 იანვარს რუსეთის საელჩოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ფეხქვეშ გათელეს რუსეთის დროშა[11]. დააკავეს ორი პირი, მათ შორის კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი[11]. ამავე დღეს გიუმრიში გაიმართა საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციების დროს დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი[12].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსი ჯარისკაცი ეჭვმიტანილია გიუმრიში ექვსი კაცის მკვლელობაში
- ↑ მობილიზაცია გიუმრიში - დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანეს დაარქივებული 2015-06-25 საიტზე Wayback Machine. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“
- ↑ Подозреваемый в массовом убийстве в Армении солдат из РФ передан командиру военной базы. Interfax. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ რუსმა ჯარისკაცმა მკვლელობა აღიარა
- ↑ სომხეთში დემონსტრანტებმა მოითხოვეს რუსი ჯარისკაცის სომხეთში გასამართლება
- ↑ გიუმრიში თავდასხმის მსხვერპლი ბავშვი გარდაიცვალა
- ↑ У посольства России в Ереване проходит акция в связи с трагедией в Гюмри. News.am. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ В Армении потребовали вывести российские войска из Гюмри. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
- ↑ სომხებმა რუსეთის დროშა ფეხქვეშ გათელეს
- ↑ Многолюдная акция протеста перед президентским дворцом в Ереване
- ↑ 11.0 11.1 Участники протеста в Ереване пытались сжечь флаг России// Радио Свобода.
- ↑ გიუმრიში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა პოლიციასთან შეტაკებისას
- ↑ Russian soldier in Armenia detained in mass killing of local family — RT News