გიული მეგრელიშვილი

ექიმი მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიული მეგრელიშვილი(დ. 1 მაისი, 1943, ბორჯომი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

გიული მეგრელიშვილი
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1943(1943-05-01) (81 წლის)
დაბ. ადგილი ბორჯომი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1967–1969 წლებში თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ექიმი პედიატრი. 1969–1971 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1971–1997 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1997 წლიდან დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლის სისტემის მონოფუნქციონალურ მაჩვენებელთა მნიშვნელობა გლომერულონეფრიტის დროს ბავშვებში.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება ბავშვთა ასაკში - თბილისი, საქართველო, 1990 გვ. 215
  • გლომერულოპათია ბავშვთა ასაკში - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988 გვ. 166

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 197

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება