გიულერ ეფენდიევა (აზერ. Güllər Əfəndiyeva) (დ. 1880 — გ. 15 ივლისი, 1970) — აზერბაიჯანელი ხალიჩის მქსოველი ქალბატონი.

გიულერ ეფენდიევა
დაბადების თარიღი 1880
სოფელი ჩიჩი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი 1970
ყუბა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

გიულერ ელდარ ყიზი ეფენდიევა დაიბადა 1880 წელს სოფელ ჩიჩიში (ამჟამად სოფელი აზერბაიჯანის ყუბის რაიონში).[1] ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ პირებედილში (ამჟამინდელი სოფელი აზერბაიჯანის შაბრანის რაიონში). მის მიერ მოქსოვილი ხალიჩა „გერატ- პირებედილი“ დაჯილდოვდა ოქროს მედლით საფრანგეთში 80-იანი წლების ბოლოს ჩატარებულ გამოფენაზე. მისი ნაშრომებია ასევე „პირებედილბურმა“, „აგიულჩიჩი“, „ხირდაგიულჩიჩი“, ასევე ცხენის გადასაფარებლები.[1]

გიულერ ელდარ ყიზი ეფენდიევა გარდაიცვალა 1970 წლის 15 ივლისს ქალაქ ყუბაში.[1]