გიჟიგის უბე[1] (რუს. Гижигинская губа) — შელიხოვის ყურის შიდა ნაწილი, ოხოტის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირებთან (რუსეთი). ხმელეთზე შეჭრილია 148 კმ-ით, ტაიგონოსის ნახევარკუნძულსა და კონტინენტს შორის. სიგანე შესასვლელში 260 კმ, ჩრდილოეთში 30–40 კმ. წლის უდიდეს დროს ყინულითაა დაფარული. ფიქსირდება ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი მოქცევა (არასწორი დღიური) — 9,6 მ-მდე. გიჟიგის უბეში ჩაედინება მდინარე გიჟიგა.[2]

გიჟიგის უბე
რუს. Гижигинская губа
კოორდინატები 61°15′ ჩ. გ. 158°25′ ა. გ. / 61.250° ჩ. გ. 158.417° ა. გ. / 61.250; 158.417
აუზი შელიხოვის ყურე (ოხოტის ზღვა)
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი უბე
სიგრძე 148 კმ
ჩამდინარე მდინარეები გიჟიგა
გიჟიგის უბე — რუსეთი
გიჟიგის უბე

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 45.
  2. Гижигинская губа // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 118.