შელიხოვის ყურე[1] (რუს. Залив Шелихова) — ყურე ოხოტის ზღვაში, აზიის კონტინენტურ სანაპიროსა და კამჩატკის ნახევარკუნძულს შორის. მოქცეულია რუსეთის ფარგლებში. სიგრძე 650 კმ, შესასვლელის სიგანე 130 კმ, უდიდესი სიგანე 300 კმ, სიღრმე 350 მ. ნაპირები უპირატესად კლდოვანი და ფლატოვანია, სამხრეთ-აღმოსავლეთში დაბალია. ჩრდილოეთ ნაწილში ტაიგონოსის ნახევარკუნძულით იყოფა გიჟიგის (დასავლეთით) და პენჟინის (აღმოსავლეთით) უბეებად. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს იამის უბე და იამის პატარა კუნძულები. მოქცევები არასწორი ნახევარდღიურია (სიმაღლე 12,9 მ-მდე პენჟინის ყურეში). დეკემბრიდან მაისამდე დაფარულია ყინულით. ჩაედინება მრავალი მდინარე, მ.შ. პენჟინა, გიჟიგა, იამა. ყურეში იჭერენ ქაშაყს, პალტუსს, ნავაგას, კამბალას და სხვ. სახელი ეწოდება მეზღვაურ გრიგოლ შელიხოვის პატივსაცემად.[2]

შელიხოვის უბე
რუს. Залив Шелихова
კოორდინატები 60° ჩ. გ. 158° ა. გ. / 60° ჩ. გ. 158° ა. გ. / 60; 158
აუზი ოხოტის ზღვა (წყნარი ოკეანე)
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
მაქსიმალური სიღრმე 350
სიგრძე 650 კმ
სიგანე 300 კმ
ჩამდინარე მდინარეები პენჟინა, გიჟიგა, იამა
შელიხოვის ყურე — რუსეთი
შელიხოვის ყურე

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 227.
  2. Шелихова залив // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 786.