გიორგი (გივი) ჯმუხაძე (დ. 1954 — გ. 10 მარტი, 2018) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი, საარტილერიო ტექნიკის სპეციალისტი.

მონაწილეობდა აფხაზეთისა (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს ომებში (2008). აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მის მიერ გარემონტდა და საბრძოლო გათვლებს გადაეცა ჰაუბიცები, ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, რეაქტიული სისტემები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლებში. მის მიერვე აფხაზეთის ომის მსვლელობისას დამზადდა რამდენიმე ექსპერიმენტული საარტილერიო დანადგარიც. 2004 წელს ცხინვალის რეგიონში შეტაკებების დროს ჯმუხაძის ზედამხედველობით შეკეთდა და მწყობრში ჩადგა შინაგანი ჯარების კუთვნილი ათეულობით საარტილერიო დანადგარი. 2010 წელს თადარიგში გავიდა და თანამშრომლობდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ ქართული წარმოების საარტილერიო ტექნიკის შექმნისა და გამოცდის სფეროში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება