გიორგი ჯაბუა
გიორგი ჯაბუა (დ. 1911 — გ. 1990) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
დაამთავრა ლენინგრადის ხე-ტყის ტექნიკური აკადემიის ასპირანტურა. 1937 წლიდან იქვე მუშაობდა დოცენტად. 1937 წლიდან — თბილისის ხე-ტყის ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი. 1939-1955 წლებში მუშაობდა სამთავრობო ორგანოებში. 1935 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1972 წლიდან — ხის დამუშავების კათედრის ხელმძღვანელი. 1977-1990 წლებში — მექნიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის პროფესორი.