გიორგი ხუნდაძე
გიორგი რომანის ძე ხუნდაძე, (დ. 25 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 12 ოქტომბერი], 1906, თბილისი ― გ. 16 მარტი, 1985, იქვე) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირებააკადემიის რექტორი – 1954–1979 წლებში.
1929 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1933-1941 მუშაობდა ლენინგრადში იუსტინე ჯანელიძესთან და ვიქტორ შევკუნენკოსთან ერთად.
1940-1941 წლებში მუშაობდა ქ. ლენინგრადის # 1 სახელმწიფო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში, ასისტენტად.
1941-1946 წლებში მუშაობდა # 2309 საევაკუაციო-ჰოსპიტალის წამყვან ქირურგად.
1946-1950 წლებში მუშაობდა ასისტენტად ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის რუსეთის ჯანდაცვის სკლიფასოვსკის სახ ინსტიტუტის ბაზაზე.
1950-1952 წლებში მუშაობდა ქ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახ. # 1 სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტად.
1952-1954 წლებში მუშაობდა ქ. მოსკოვის # 1 სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად და სკლიფასოვსკის სახ. ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-ქირურგიული განყოფილების მოადგილედ.
1937 წელს გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1953 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
1954 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად და ასევე ქირურგიის კათედრის გამგედ.
1955 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1961 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
შესრულებული აქვს 95 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან რამდენიმე მონოგრაფია.
დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.