გიორგი ჭკუასელი

ქართველი ექიმი.

გიორგი ჭკუასელი (დ. 23 აგვისტო, 1960) — ქართველი ექიმი-ონკოგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გიორგი ჭკუასელი
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1960 (1960-08-23) (64 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქმიანობა ექიმი-ონგოკინელოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1960 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

იყო თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი 1983-1985 წლებში, ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი 1987-1990 წლებში, დოქტორანტი 1991-1994 წლებში. 1994-1998 წლებში იყო სანქტ-პეტერბურგის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი 2000-2006 წლებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა („Адекватный обьем операии у больных рака вульвы свете особенностей метастезирования и речидивирования“) დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა („Патогенические обоснования возможностей своевременного выявления рака яичников“) — 1993 წელს.

აქვს 44 სამეცნიერო ნაშრომი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 568, თბ., 2006.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება