გიორგი ჭიჭინაძე
გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე (დ. 1 აპრილი, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1982). აკადემიური დოქტორი (2007).
გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1941 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი |
ჯილდოები | ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია |
სამეცნიერო სფერო | გეოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1964-1976წწ მუშაობდა საქართველოს სსრ გეოლოგიის სამმართველოში: 1964-1966წწ თემატური პარტიის უფროსი ტექნიკური გეოლოგის, 1966-1969წწ თემატური პარტიის ტექნიკური გეოლოგის, 1969-1971წწ მეტალებზე კომპლექსური თემატური პარტიის გეოლოგის, 1971-1973წწ ჯერ ადანგეს კომპლექსური გეოლოგიური პარტიის, ხოლო 1973-1976წწ საკენის გეოლოგიური ძებნითი პარტიის უფროსი გეოლოგის თანამდებობებზე.
1976 წლიდან გიორგი ჭიჭინაძე ეწევა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში. 1976-1981წწ ის გახლავთ პეტროგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1981-1984წწ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1984 წლიდან ის სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებს ალ. თვალჭრელიძის სახ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში. 1984-1989წწ რეგიონალური გეოლოგიის განყოფილების თემატური პარტიის უფროსად, 1989-1996წწ ჯერ რეგიონალური გეოლოგიის განყოფილების, ხოლო 1996-2007წწ მყარი წიაღისეულის განყოფილების წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.
2007 წლიდან გიორგი ჭიჭნაძე ბრუნდება ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში და 2007-2017წწ გახლავთ მინერალოგიის, პეტროლოგიის, ლითოლოგიისა და ვულკანოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2017წ-დან ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2012-2023 წწ. გიორგი ჭიჭინაძე იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
ორგანიზაციები
რედაქტირება- საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების წევრი
ჯილდოები
რედაქტირება- ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია (1992)
შრომები
რედაქტირება- U–Pb LA-ICP-MS geochronology of polygenetic zircons from Beshta and Kamenistaya intrusions (the Greater Caucasus), 2022.
- Metamorphism of the Dizi Series Rocks (the Greater Caucasus): Petrography, Mineralogy and Evolution of Metamorphic Assemblages, 2021.
- U–Pb LA–ICP–MS dating of zoned zircons from the Greater Caucasus pre-Alpine crystalline basement: Evidence for Cadomian to Late Variscan evolution 2020.
- Genetic Typification of Zircons from Infrastructure of the Elbrus Subterrane (Caucasus), 2007.