გიორგი შაიშმელაშვილი
გიორგი შაიშმელაშვილი (დ. 8 ოქტომბერი, 1939, სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
გიორგი შაიშმელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ოქტომბერი, 1939 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო რომის ურბანისტიკის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1980 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი. 1989-1995 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოში ურბანისტიკის კათედრის დამფუძნებელი და მისი პირველი გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთობა“, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995-1999 წლებში ხელმძღვანელობდა პარლამენტის ურბანისტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტებს. 1999-2004 წლებში იყო ევროსაბჭოსთან საკანონმდებლო თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფს. 1995-1999 წლებში არჩეული იყო საქართველო-იტალიის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარედ. 2000-2003 წლებში მუშაობდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში „მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის მასტერგეგმაზე“ ექსპერტად, საერთაშორისო საავტორო ჯგუფის წევრად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა) დაარქივებული 2020-06-21 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა) დაარქივებული 2020-06-21 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა) დაარქივებული 2020-06-20 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)