გიორგი ქობულია
გიორგი ქობულია (დ. 3 იანვარი, 1970, თბილისი) — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე.
გიორგი ქობულია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 იანვარი, 1970 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
განათლება
რედაქტირება2001 წელი – ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა (ატლანტა/ჯორჯია, აშშ) მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი;
1993 წელი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირებააშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში, სადაც გაიარა პროფესიული გზა კონსულტანტიდან უფროს პარტნიორამდე. წლების მანძილზე იგი სახელმწიფო მართვის სფეროში ეკონომიკის მიმართულებით კონსულტაციებს უწევდა საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში.
კონკრეტულად კი, მისი საქმიანობის მიმართულებები იყო ნავთობ-გაზის, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული მრეწველობა. გიორგი ქობულიას ხელმძღვანელობით აღნიშნული სექტორების საერთაშორისო კერძო და სახელმწიფო/საჯარო კომპანიებისათვის რეალიზებული იქნა სტრატეგიის შემუშავების, ორგანიზაციული გარდაქმნების, ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესების, მომარაგების სისტემების სრულყოფის პროექტები, მას ნამუშევარი აქვს ასევე მსხვილი პროექტების რეალიზაციის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით.
გიორგი ქობულიას სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიაში, ეკონომიკის დარგში განხორციელებულ მრავალ წარმატებულ პროექტთან არის დაკავშირებული.
McKinsey-მდე გიორგი ქობულია ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლი იყო საქართველოში. თავდაპირველი შრომითი საქმიანობა კი მან თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო.