გიორგი სანაია
გიორგი სანაია (დ. 24 თებერვალი, 1975 — გ. 26 ივლისი, 2001, თბილისი) — ქართველი ტელეჟურნალისტი.
გიორგი სანაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 თებერვალი, 1975 გულრიფში |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივლისი, 2001, თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1975 წელს აფხაზეთში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.
1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, სადაც გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.
2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგი სანაიას გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.
მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.