გიორგი ჟურული (პოლკოვნიკი)
გიორგი ანდრიას ძე ჟურული (დ. 28 დეკემბერი, 1857 — ?) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915).
თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1871 წლის ნოემბრიდან სამხედრო სამსახურში იყო კავკასიის მე-2 სახაზო ბატალიონში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მიიღო პრაპორშჩიკის (1877), პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბს-კაპიტნის (1890), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) წოდებები. 1901-1910 წლებში, სხვადასხვა დროს მსახურობდა ანაპის 252-ე სარეზერვო ბატალიონში, თემირხანშურინის 254-ე სარეზერვო ბატალიონში, ფოთის 257-ე ქვეით პოლკში. 1910 წელს გადადგა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს არმიაში სამხედრო სამსახურში გამოიძახეს და დაინიშნა სახელმწიფო ლაშქრის დონის 233-ე ქვეითი დრუჟინის მე-3 ასეულის მეთაურად, 1915 წელს — სამარის 247-ე ქვეითი დრუჟინის მეთაურად. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენის წარჩინების IV ხარისხის ნიშნით (1877, ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის), წმ. სტანისლავის III ხარისხის (1893) და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (ბაბთით, 1905) ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Материалы для биографического словаря офицеров Кавказской Армии (1901- 1914 гг.). Подполковники. / Отар Жордания // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები VII-VIII. - თბ., - 2014. - გვ. 227.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Журули Георгий Андреевич. «Офицеры русской императорской армии».