გიორგი პატარაია (დ. 10 აპრილი, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი.

გიორგი პატარაია
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1950 (1950-04-10) (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1973-1977 წლებში იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1991 წლებში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათოლოგანატომი; 1991-1993 წლებში თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილე; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის გულ-სისხლძარღვთა და ეკოლოგიური პათოლოგიის საკითხებზე; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - დაიცვა 1989 წელს “გულის კუნთის ნახშირწყლოვანი ცვლის თავისებურებები სხვადასხვა სანარკოზო საშუალებების გამოყენებისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში„.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • ვლ. ჟღენტის სახელობის საქართველოს პათოლოგანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ზოგადი პათოლოგიური ანატომია : სახელმძღვ. (თანაავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 287
  • ტყვიის (Pb) უარყოფითი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე და მისი თავიდან აცილების გზები (ავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2010, გვ. 326 — ISBN: 978-9941-13-144-8
  • ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური ტექნიკა : პრაქტ. სახელმძღვ. (ავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 198 — ISBN: 978-9941-13-086-1

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 233

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება